ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: ბესო პაპასქუას რომანის „ფოსტალიონი“ პრეზენტაცია

ღონისძიებები

17 მაისს, 19:30 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გეპატიჟებათ დებიუტანტი ავტორის ბესო პაპასქუას რომანის „ფოსტალიონი“ პრეზენტაციაზე.

წიგნს ავტორი წარადგენს.

...დაკარგვას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ ვინმე გეძებს. სხვა შემთხვევაში, ჯობია, თვითონვე მოიფიქრო უკან დასაბრუნებელი ორიგინალური მარშრუტი...

შეიძლება ითქვას, რომ ბესო პაპასქუას „ფოსტალიონი“ ზღვიდან გამორიყული რომანია, რომელიც მოგვითხრობს ორ პუნქტს – A-სა და B-ს შორის არსებულ უცნაურ კავშირზე. მათ შორის მედიატორის ფუნქციას ასრულებს ფოსტალიონი, რომელიც ამბავში საიდუმლო მისიით ერთვება. ის კუნძულზე მცხოვრებ ადრესატს აიძულებს, წაიკითხოს ზღვიდან გამორიყულ ბოთლებში ნაპოვნი წერილები, რათა დაადგინოს მათი დაკარგული ავტორის ადგილსამყოფელი. ამ უცნაური ძიების მარშრუტი თანდათან სულ უფრო საიდუმლოებით მოცული ხდება...

ბესო პაპასქუა სოხუმში დაიბადა. ამჟამად პედაგოგია და ჯავახეთში, ნინოწმინდის სკოლაში, ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. „ფოსტალიონი“ მისი მეორე მცირე რომანია.

დრო: 17 მაისი,19:30 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები