ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის პროექტი „QART NLP – ქართული ენის დამუშავების ციფრული ხელსაწყოები“

ღონისძიებები

განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში 27 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბის პითონის მიმართულების ხელმძღვანელი თემო ჩიჩუა გამართავს Live-შეხვედრას უნილაბის პროექტის – „QART NLP – ქართული ენის დამუშავების ციფრული ხელსაწყოები და ყალბი ნიუსის კლასიფიკატორი“ – შესახებ.  

პროექტის ხელმძღვანელია თემო ჩიჩუა, მის შექმნაში აქტიურად იყვნენ ჩართულები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, პროექტის „ილიაუნი+“ ფარგლებში უნილაბის პითონის კურსის კურსდამთავრებულები: 

  • ნინო მარიდაშვილი – იმუშავა ვებგვერდზე, ტექსტის დამუშავების ფუნქციონალზე;
  • ნინა დარსაველიძე – მოამზადა დოკუმენტაცია და ვიზუალური მასალა;
  • თემურ ქიტოშვილი – შექმნა ვებგვერდის ფუნქციონალი; 
  • მარიამ კვანტალიანი – შექმნა ვებგვერდის მომხმარებლის ავტორიზაცია/რეგისტრაციის ფუნქციონალი; 
  • ალისა სანაკოევი – იმუშავა მონაცემთა ბაზებზე; 
  • თენგიზ პატარაია – იმუშავა ვებგვერდის ბექენდზე. 

QART NLP-ს შეუძლია გაიგოს, ახალი ამბავი რა რაოდენობით შეიცავს ყალბ ინფორმაციას. პროგრამას ასევე აქვს ქართული ენის ციფრული დამუშავების მრავალი სხვა ხელსაწყო. 

პროექტი QART NLP საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებით 2021 წლის 8 მაისს წარდგენილი იყო კოპენჰაგენის ყოველწლიურ დემოკრატიის სამიტზე.

დრო: 27 მაისი, 13:40 საათი

ფორმატი: დისტანციური, პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით

შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3hUWlmB

2021 წელი

ბანერები