ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბი ქალაქ ბათუმში ღონისძიებაზე „შავი ზღვის ლურჯი პოლიტიკა“

ღონისძიებები

5 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბი მონაწილეობას მიიღებს სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიებაში „შავი ზღვის ლურჯი პოლიტიკა“, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება ქალაქ ბათუმში.   

ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის სტენდთან შესაძლებლობა გექნებათ მრავალფეროვან საგანმანათლებლო აქტივობებში ჩაერთოთ. 

ვორკშო ვიზუალურ პროგრამირებაში II-IV კლასების მოსწავლეებისთვის

კიბერლაბორატორია უნილაბის სივრცეში, ღია ცის ქვეშ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ (ნინოშვილის ქN35), ლაბორატორიის წარომადგენლები II-IV კლასების მოსწავლეებისთვის ჩაატარებენ ვორკშოპს „ვიზუალური პროგრამირება“ და თავად შექმნიან შავი ზღვის თემატიკასთან დაკავშირებულ კომპიუტერულ თამაშს.

ვიზუალური პროგრამირების ვორკშოზე ბავშვები იმუშავებენ პროგრამა scratch-ში, რომელიც წარმოადგენს ვიზუალური პროგრამირების გარემოს , გაეცნობიან პროგრამირების საწყისებს, გაიგებენ, როგორ იქმნება კომპიუტერული თამაშები და, რაც მთავარია, გაიაზრებენ კომპიუტერული პროგრამირების ფუნქციონირების პრინციპებს.

ვორკშოპს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორი სანდრო ასათიანი გაუძღვება.

ვორკშოპში მონაწილეობას მიიღებს 20 მოსწავლე (2-2 მოსწავლე 1 ჯგუფში). მონაწილეობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.

ვორკშოპში მონაწილეობისთვის შეირჩევა ის 20 მონაწილე, რომლებიც ყველაზე ადრე დარეგისტრირდებიან.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/39YlUBR 

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2 ივლისი, 23:59

ვორკშოპის მონაწილენი კომპიუტერებსა და სხვა საჭირო მასალებს ადგილზე მიიღებენ. 

ვორკშოპის ჩატარების დრო: 5 ივლისი, 15:00-17:00

ვირტუალური რეალობის ლაბორატორია  

უნილაბის სტენდზე გექნებათ შესაძლებლობა, მოირგოთ ვირტუალური რეალობის მოწყობილობები და ამ გზით გაეცნოთ წყალქვეშა სამყაროს, მის ბინადრებსა და მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე საზღვაო კვლევებს.  

საინფორმაციო ცენტრი

კიბერლაბორატორია უნილაბის საინფორმაციო  ცენტრი მოგაწვდით ინფორმაციას იმ კურსებისა და პროექტების შესახებ, რომელთაც ლაბორატორია ორგანიზებას უწევს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის პირებისთვის ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით. უნდა შეარჩიოთ, მოინიშნოთ და ინტერესი დააფიქსიროთ თქვენთვის საინტერესო კურსსა და პროექტში ჩართულობაზე. 

ადგილმდებარეობა: კიბერლაბორატორია უნილაბის პავილიონი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია (ნინოშვილის N35) 

2022 წელი

ბანერები