ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის იტალიური კულტურის ცენტრში: სპექტაკლი ლუიჯი პირანდელოს პიესის მიხედვით

ღონისძიებები

11 დეკემბერს, ორშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრში წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი ლუიჯი პირანდელოს პიესის „სიცილიური ლიმონების“ (“Lumie di Sicilia”) მიხედვით. წარმოდგენა ეძღვნება მწერლის დაბადებიდან 150-ე წლისთავს.

საღამოს დაესწრებიან იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი, ელჩის მოადგილე სტეფანო კრეშენცი, იტალიის საელჩოს კულტურის ატაშე ნინო კილოსანიძე და სხვა სტუმრები.

სპექტაკლში მონაწილეობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პედაგოგები – მანანა სიფრაშვილი და ლუკა ვერჯერიო, რეჟისორია იტალიური კულტურის ცენტრის პედაგოგი ნანა ლომია.

დრო: 11 დეკემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსი, V სართული (გიორგი წერეთლის ქ. N3)

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები