ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ღონისძიებები აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს

ღონისძიებები

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. 2011 წლიდან, ამ დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს საქართველოს აუტიზმის ასოციაცია საზოგადოებრივი ღონისძიებებით, კონცერტებითა თუ კონფერენციებით. წელს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის, ჩეხეთის „კარიტასის“, მშობლების, აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების ურთიერთთანამშრომლობითა და მონაწილეობით, დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:

ღონისძიებათა განრიგი:

28 მარტი

14:00 საათი

თამარ ტაბახმელაშვილის საჯარო ლექცია: „ენობრივი და კომუნიკაციური უნარები აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში“.

მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)

2 აპრილი

11:00-15:00 საათი

ფოტოგადაღება სმარტ-ფოტოკაბინაში და GIF-ების გადაღება GIFme აპარატით.

მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის წინ (ჭავჭავაძის გამზ. #32)

12:00 საათი

ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აუტიზმის ცენტრის მშობელთა ორგანიზებით, აუტიზმის მქონე ბავშვებს  და მათ მშობლების ვიზიტი ქალაქ თბილისის სახანძრო სამსახურში

15:00 საათი

  • ჩეხეთის „კარიტასისა“ და ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის - „აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდების სერვისების განვითარება საქართველოში“ - ფარგლებში ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით განხორციელებული კვლევის - „აუტიზმის სპექტრის დარღვევის ადრეული იდენტიფიკაცია, შეფასება და აბილიტაცია საქართველოში“ - შედეგების პრეზენტაცია.

მომხსენებელი: გიორგი გიორგაძე

  • ვიდეოკლიპის - „გაზარდე აუტიზმის ცნობადობა“ - ჩვენება და ადრეული ასაკის ბავშვებისთვის აუტიზმის მოდიფიცირებული, განახლებული კითხვარის (M-CHAT-R) ელექტრონული ფორმის და ვებგვერდის პრეზენტაცია

მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)

17:00 საათი

საქველმოქმედო გამოფენა აუტიზმის სპექტრის მქონე ინდივიდთა მხარდასაჭერად

მისამართი: თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, თავისუფლების ქ. #2

საქველმოქმედო გამოფენას ორგანიზება გაუწია სკულპტორმა ქეთი მელქაძემ.  გამოფენა ეწყობა საქართველოს პირველი ქალბატონის, მაკა ჩიჩუას, პატრონაჟით.

გამოფენის   მხარდამჭერები არიან: საქართველოს აუტიზმის ასოციაცია, აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდი, ჩეხეთის „კარიტასი“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

გამოფენაში მონაწილეობენ: სკულპტორი ქეთი მელქაძე, გამოჩენილი ქართველი მხატვრები, პარაორკესტრი თეონა ყაჭეიშვილის ხელმძღვანელობით და მევიოლინეთა ანსამბლი „სიმი“ ელენე ცარციძის ხელმძღვანელობით.

გამოფენის მიზანია აუტიზმის სპექტრის მქონე ინდივიდების დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადების მხარდაჭერა.

ორგანიზატორი ქეთი მელქაძე: „ამ  საქველმოქმედო გამოფენის ფარგლებში, ვცდილობთ,  თანადგომა და სოლიდარობა გამოვუცხადოთ ასა-ს მქონე ინდივიდებს და მათ ოჯახებს. გვინდა, ჩვენც შევიტანოთ წვლილი მათთვის დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის ამაღლების საქმეში. გვინდა, ჩვენი გამოფენა იქცეს ერთგვარ  სტიმულად ყველა ორგანიზაციისა და ფართო საზოგადოებისათვის იმ დიდი და რთული გზის  დასაწყებად და  დასაძლევად, რომელსაც ასა-ს მქონე ბავშვებისათვის „ნაბიჯი დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ“ ჰქვია“.

4 აპრილი

20:00 საათი

აუტიზმის სპექტრის მქონე ინდივიდთა მხარდამჭერი კონცერტი საქართველოს ოპერის და ბალეტის  სახელმწიფო აკადემიურ თეატრში

კონცერტის ორგანიზატორია: ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აუტიზმის ცენტრის მშობლის, აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდის გამგეობის წევრი, თათია მელაშვილი.

კონცერტში მონაწილეობენ:  მსოფლიო ოპერის ქართველი  ვარსკვლავები  და, ტრადიციულად, პიანისტი - დათუნა ალადაშვილი. კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება მოზარდებისა (15 წლიდან) და მოზრდილთა სერვისების განვითარებას.

ბანერები