ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრისა და კლუბის „სინერგია“ დისტანციური ტრენინგი სტუდენტებისთვის

ღონისძიებები

კოვიდ-19 პანდემიის პირობებში შექმნილი ვითარების საპასუხოდ ილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრი და გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში − კლუბი „სინერგია“ გთავაზობთ დისტანციური (ონლაინ) ტრენინგების ციკლს.

ტრენინგების თემატიკა:

  • პირველადი ფსიქოლოგიური დახმარება

  • სტრესის მართვა

  • პროფესიული გადაწვა

შეხვედრები გაიმართება დისტანციურად, პროგრამა ზუმის პლატფორმაზე.

ვის შეუძლია ტრენინგში მონაწილეობა?

ტრენინგში მონაწილეობა შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის ნებისმიერი მიმართულების სტუდენტს, რომელსაც აქვს სურვილი, ტრენინგით გათვალისწინებული თემატიკის მიმართულებით გაიღრმაოს ცოდნა და უნარები. განვლილი მასალა შესაძლებლობას მოგცემთ უკეთ დაეხმაროთ საკუთარ თავს და სხვებს. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ ტრენინგში მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

ტრენერები

ტრენინგის ფარგლებში სესიებს გაუძღვებიან კლუბის „სინერგია“ კონსულტანტები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის კურსდამთავრებულები.

ტრენინგების განრიგი

ტრენინგი გაიმართება ორ ნაკადად:

  • პირველი ნაკადი: 15,16,17 ივნისი;

  • მეორე ნაკადი: 22,23,24 ივნისი.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 3 დღე;

თითოეული სესიის ხანგრძლივობა: 2 საათი (12:00-14:00 საათი)

მონაწილეთა რაოდენობა: თითოეულ ნაკადში 20 მონაწილე (ტრენინგს გაივლის 40 სტუდენტი)

რას მომცემს ეს ტრენინგი?

  • ფსიქოლოგიური პირველადი დახმარება – ტრენინგის მიზანია მონაწილეებს მიაწოდოს ინფორმაცია პირველადი ფსიქოლოგიური დახმარების რაობის, პრინციპების, ეთიკური საკითხებისა და ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობის შესახებ. ასევე გააცნოს რეკომენდაციები დისტანციური პირველადი ფსიქოლოგიური დახმარების განხორციელებისთვის.

  • სტრესის მართვა – სტრესის ბუნება, გამომწვევი მიზეზები, შედეგები და გამკლავების მექანიზმები. ტრენინგზე მიმოხილული იქნება სტრესის დაძლევის ტექნიკებიც.

  • პროფესიული გადაწვა – მოდულის ეს ნაწილი, რომელიც თავს უყრის თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს, ტრენინგის მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას მიიღონ ინფორმაცია პროფესიული ცხოვრების ხარისხის შესახებ, მათ შორის პროფესიული გადაწვის ფენომენზე, გამომწვევ მიზეზებსა და რისკის ფაქტორებზე, დაძლევის სტრატეგიებსა და რეკომენდაციებზე როგორც პიროვნულ, ასევე ორგანიზაციულ დონეზე.

როგორ მივიღო მონაწილეობა ტრენინგში?

ტრენინგში მონაწილეობისთვის საჭიროა შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა არაუგვიანეს 2019 წლის 12 ივნისისა.

სააპლიკაციო ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3f0CFsN

 

ბანერები