ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის „ფორბსის“ კლუბში: ზაქარია ზალიკაშვილის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

22 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 (ფორბსის“) აუდიტორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ForbesGeorgia-ს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, კომუნიკაციების და ბრენდინგის სპეციალისტი, მედიაპროდიუსერი, ზაქარია ზალიკაშვილი, წაიკითხავს საჯარო ლექციას. 

მომხსენებლის შესახებ

თბილისის ბიზნესის ინსტიტუტის დასრულების შემდეგ ზაქარია ზალიკაშვილი აშშ-ში გაემგზავრა და დაამთავრა სამხრეთ კალიფორნიის (აშშ) უნივერსიტეტის კინო- და ტელეხელოვნების ფაკულტეტი, სპეციალობით - კინორეჟისურა. პროფესიული გამოცდილება მიიღო საქართველოს სხვადასხვა კომპანიის მარკეტინგის განყოფილებაში წამყვანი სპეციალისტის და დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციებზე. 2000 წლამდე მუშაობდა GORBI-ის სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების პროექტებზე (თამბაქოს, გამამხნევებელი სასმელების, ტელეკომუნიკაციის და სხვა ტრანსნაციონალურ კომპანიებთან. მსოფლიო ბანკთან); ამავე პერიოდში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტთან და სხვა საერთაშორისო ფონდებთან ერთად, აწარმოებდა სხვადასხვა ტიპის სოციალური კამპანიებს.

ზაქარია ზალიკაშვილი სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა სარეკლამო სააგენტოს „აუდიენცია“, რადიოს „მწვანე ტალღა“ და კომპანია „ჯეოსელის“ მარკეტინგულ კომუნიკაციებს. მან 2005 წელს დააფუძნა მარკეტინგული კონსულტაციების კომპანია „სტრომბოლი“, ხოლო 2006 წელს - კომპანია „კომუნიკატორი“. 2014 წლიდან ხელმძღვანელობს საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტს ქართულ ამერიკულ ინდუსტრიულ ჯგუფში “ჯორჯიან ემერიქან ელოიზ”.

დრო: 22 ნოემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: E405 (ფორბსის) აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 2016 წელი

ბანერები