ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის „ფორბსის“ კლუბში: თინათინ რუხაძის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

17 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 („ფორბსის“) აუდიტორიაში ილიაუნის „ფორბსის“ კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართება.

საჯარო ლექციას წაიკითხავს ერიქსონის საერთაშორისო ინსტიტუტის პროფესიონალი ქოუჩი და ტრენერი, თინათინ რუხაძე.

ლექციის თემა: წარმატების 7 განზომილება.

საჯარო ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • რა არის წარმატება, როგორ ვზომავთ მას?
  • რატომ ხდება, რომ მსგავსი სოციალურ და ეკონომიკური პირობების მიუხედავად, ერთნი აღწევენ წარმატებას, მეორენი კი ვერა?
  • რა პიროვნული თვისებები განაპირობებს ადამიანის წარმატებას?
  • რას ნიშნავს „წარმატების 7 განზომილება“?

მომხსენებლის შესახებ

თინათინ რუხაძე არის ფსიქოლოგი, ერიქსონის საერთაშორისო ინსტიტუტის პროფესიონალი ქოუჩი და ტრენერი, ბიზნეს-ლიდერი და მენეჯერი 20-წლიანი გამოცდილებით. ამასთან, არის „გროუინის“ (GROWIN) თანადამფუძნებელი, „ეისითის“ (ACT) თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ბიზნესასოციაციის - „ქალები მომავლისთვის“ (Women For Tomorrow) - თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე.

 დრო: 17 მარტი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 405 („ფორბსის“) აუდიტორია (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 2017 წელი

ბანერები