ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის „ფორბსის“ კლუბში: ნიკა ნანუაშვილის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

2 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 (ფორბსის) აუდიტორიაში ილიაუნის „ფორბსის“ კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართება.

საჯარო ლექციას წაიკითხავს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიული ანალიტიკოსი ნიკა ნანუაშვილი.

ლექციის თემა: კონსტიტუციის 94-ე მუხლი

მომხსენებლის შესახებ

ნიკა ნანუაშვილს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში იურიდიული ანალიტიკოსის პოზიცია უჭირავს 2010 წლიდან. მანამდე ნიკა ნანუაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ბანკში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში, ქვემო ქართლის გუბერნატორის აპარატში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის პროექტში. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. დამატებით გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგ–კურსი პროექტების მართვის, რისკების მართვის, მენეჯერული უნარებისა და სხვა მიმართულებებით. ასოციაციაში ნიკა აქტიურად არის ჩართული ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებებისა და არსებული საკანონმდებლო ბაზის ანალიზისა და რეკომენდაციების შემუშავებისა და ადვოკატირების პროცესში.

 დრო: 2 ივნისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა:  E 405 (ფორბსის) აუდიტორია (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ.#3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

2017

ბანერები