ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის „ფორბსის“ კლუბში: კახა კუჭავას საჯარო ლექცია

ღონისძიებები

31 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 („ფორბსის“) აუდიტორიაში ილიაუნის „ფორბსის“ კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართება.

საჯარო ლექციას წაიკითხავს ნოტინგემის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, კორპორაციული სამართლის მაგისტრი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს დირექტორთა ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, კახა კუჭავა.

ლექციის თემაა: „კერძოდან საჯარო სექტორში: იცვლება თუ არა ხედვა და მიდგომები“.

მომხსენებლის შესახებ

კახა კუჭავა არის ნოტინგემის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, კორპორაციული სამართლის მაგისტრი. ამჟამად კი საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის კომიტეტის თავმჯდომარეა.

2015-2016 წლებში გახლდათ სამთო-გეოლოგიური კომპანიის - „Georgian Copper and Gold” - გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელი წევრი;

2011 წლიდან დღემდე საქართველოს დირექტორთა ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა;

2012-2016 წლებში იყო „კავკასიის მინერალების“ გენერალური დირექტორი;

2011-2015 წლებში იყო მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო ბიზნესორგანიზაციის, „საერთაშორისო სავაჭრო პალატის“, დირექტორთა საბჭოს წევრი.

კახა კუჭავას დეტალური ბიოგრაფია იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

კახა კუჭავას შესახებ სტატია იხილეთ ჟურნალში „ფორბსი“: რაჭული მეტალის აღზევება

დრო: 31 მარტი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 405 (ფორბსის) აუდიტორია (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

2017 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები