ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის "ფორბსის" კლუბში: ივა ჭყონიას საჯარო ლექცია

ღონისძიებები

9 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 405 („ფორბსის“) აუდიტორიაში ილიაუნის „ფორბსის“ კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართება.

საჯარო ლექციას წაიკითხავს ბიზნესმენი, დისტრიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებელი, ივა ჭყონია.

ლექციის თემაა: ასოციაციის როლი ბიზნესის წარმოების პროცესში.

მომხსენებლის შესახებ

ივა ჭყონია 1994-1995 წლებში სწავლობდა ზაარბრიუკენის (გერმანია) უცხო ენათა საერთაშორისო ინსტიტუტში, 2002 წელს კი დაამთავრა ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი ეკონომისტის სპეციალობით.

სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა ქალაქ თბილისის სხვადასხვა რაიონის გამგებლად და გამგებლის მოადგილედ საფინანსო-ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში. 2005 წლიდან დღემდე შპს ,,გრანდის“ დამფუძნებელი და პარტნიორია. 2016 წლიდან კი არის საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

მომხსენებლის შესახებ სრულად იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

შეხვედრები იმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და Forbes Georgia-ს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში.

დრო: 9 დეკემბერი, 19:00 საათი 

ადგილმდებარეობა: E 405 („ფორბსის“) აუდიტორია (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

2016 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები