ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის დოქტორანტის, გიორგი ცხადაიას, მოხსენება

ღონისძიებები

8 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა, გიორგი ცხადაიამ, სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კოლოქვიუმის ფარგლებში, წაიკითხა მოხსენება თემაზე: „ჰუსერლის დერიდასეული კრიტიკა”.

მომხსენებელმა განიხილა შემდეგი საკითხი:

ჟაკ დერიდამ 1967 წელს გამოაქვეყნა სამი ფუნდამენტური ნაშრომი: „გრამატოლოგიის შესახებ“ (De la grammatologie), „წერა და განსხვავება“ (L'Écriture et la difference) და „ხმა და ფენომენი“ (La Voix et le Phénomène). ამ უკანასკნელ ნაშრომში დერიდა გვთავაზობსფენომენოლოგიის ფუძემდებლის, ედმუნდ ჰუსერლის, „ლოგიკური გამოკვლევების“ პირველი გამოკვლევის საფუძვლიან ანალიზს. ეს დერიდას მიერ ჰუსერლის შესახებ დაწერილი პირველი ნაშრომი არ გახლავთ. მანამდე დერიდამ სადიპლომო ნამუშევრის სახითდაწერა „წარმოშობის პრობლემა ჰუსერლის ფილოსოფიაში” (Le Problème de la genèse dans la philosophie de Husserl). თუმცა, ამის მიუხედავად, „ხმა და ფენომენი“ წარმოადგენს დერიდას მიერ ჰუსერლზე გაკეთებულ მომწიფებულ კომენტარს.

„ხმა და ფენომენის“ კრიტიკა ფენომენოლოგების მიერ ხშირი არ არის, ვინაიდან ფენომენოლოგები „ლოგიკურ გამოკვლევებს“ უყურებენ, როგორც ადრეულ, მოუმწიფებელ ნაშრომს ჰუსერლის ფილოსოფიაში, და დერიდას მიერ ამ ნაშრომის კრიტიკას განსაკუთრებულყურადღებას არ აქცევენ. თავად დერიდა კი მიიჩნევდა, რომ ის ძირითადი პოსტულატები, რაც ჰუსერლმა „ლოგიკურ გამოკვლევებში“ ჩამოაყალიბა, არ შეცვლილა არც მის გვიანდელ ნაშრომებში. შესაბამისად, დერიდას აინტერესებს, რა არის ამ პოსტულატებისმთავარი პრობლემა, რაც მომავალში მთლიანად ფენომენოლოგიის კრიტიკისთვის უნდა გამოგვადგეს.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები