ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ჯანდაცვისა და დაზღვევის სკოლის III სამეცნიერო კონფერენცია და სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალის პრეზენტაცია

ღონისძიებები

26 დეკემბერს, შაბათს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება ჯანდაცვისა და დაზღვევის სკოლის III სამეცნიერო კონფერენცია - "ჯანდაცვისა და დაზღვევის აქტუალური საკითხები".

კონფერენციის ფარგლებში, მოეწყობა სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალის - "ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა" - პირველი ნომრის პრეზენტაცია. იგი ერთადერთი ქართულენოვანი ჟურნალია ჯანდაცვისა და დაზღვევის მიმართულებით. ჟურნალი წელიწდეულია და გამოდის როგორც ელექტრონულად, ასევე ბეჭდური სახით. ჟურნალის ელექტრონული მისამართია www.hepoins.com.
ჟურნალის მიზანია, ხელი შეუწყოს სამეცნიერო კვლევებს დაზღვევისა და ჯანდაცვის დარგში, მათ შორის, საზოგადოებრივ ჯანდაცვაში, ჯანდაცვის პოლიტიკაში, ჯანდაცვის მენეჯმენტში, ჯანდაცვის ეკონომიკაში, ფარმაციის პოლიტიკასა და მენეჯმენტში და სადაზღვევო საქმეში.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება საუკეთესო შრომები. მათი ავტორები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებით.

დრო: 26 დეკემბერი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (წერეთლის ქ. #1)

დასწრება თავისუფალია.

დღის წესრიგი

12:00-12:15 კონფერენციის გახსნა
                     თენგიზ ვერულავა, ჯანდაცვისა და დაზღვევის სკოლის დირექტორი: ჯანდაცვისა და დაზღვევის სკოლის
                     ანგარიში, რეფერირებადი ჟურნალის - "ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა" პირველი ნომრის წარდგენა
12:15-12:30 ზურაბ კიკვიძე - ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო დახმარების ხარისხით კმაყოფილება
12:30-12:45 ლია ძაგნიძე - სადაზღვევო კომპანიების მიერ სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება არაპროვაიდერ
                     კლინიკებში
12:45-13:00 ნანა ჯინჭარაძე - კარდიოლოგიურ პაციენტთა რეჰოსპიტალიზაცია და პირველადი ჯანდაცვის როლი
13:00-13:30 განხილვა/დისკუსია
13:30-14:00 შესვენება
14:00-14:15 ირაკლი თორთლაძე - რენტგენო-რადიოლოგიური სამედიცინო მომსახურების ხარისხის პრობლემები
                     საქართველო
14:15-14:30 რუსუდან ესაკია - რეცეპტის ინსტიტუტის ამოქმედება საქართველოში
14:30-14:45 გურანდა გიორგაძე - საკეისრო კვეთების ზრდის პრობლემა საქართველოში
14:45-15:00 მარიამ ხაბეიშვილი - უშვილობის მკურნალობა საქართველოში
15:00-15:15 ნატალი ობგაიძე - აგროდაზღვევის პრობლემები საქართველოში
15:15-15:30 ნონა გელიტაშვილი - საპენსიო სისტემების პრივატიზების აღმოსავლეთ ევროპული გამოცდილება 
15:30-15:45 დავით წივწივაძე - მედდების საქმიანობის გარემოს მახასიათებლები და სამუშაოთი კმაყოფილება
15:45-16:00 თამარ ქაცანაშვილი - მიოკარდიუმის ინფარქტით პაციენტთა ჰოსპიტალიზაციის დროულობა
16:00-16:15 აკაკი ბურკაძე - სტაციონარული მომსახურების ხარისხით პაციენტების კმაყოფილების შესწავლა 
16:15-16:30 ნინო ბარამიძე, მარიამ თურმანაული - კერძო პედიატრიული სასწრაფო დახმარების ხელმისაწვდომობა და  
                     უპირატესობები 
16:30-18:00 განხილვა/დისკუსია, ინდივიდუალური შეხვედრები სტუდენტებთან

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები