ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სემინარი სეისმური საფრთხისა და რისკების შესახებ

ღონისძიებები

30 მაისს, 09:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი გამართავს სემინარს „სეისმური საფრთხის შეფასება და სეისმური რისკების შემცირების პოლიტიკა კავკასიის რეგიონში“.

სემინარი ტარდება ლოურენს ლივერმოლის ნაციონალური ლაბორატორიისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ენერგიის დეპარტამენტის ბირთვული უსაფრთხოების ადმინისტრაციის მიერ დაფინანსებული პროექტის - „კავკასიის სეისმური საფრთხის შეფასება“ - ფარგლებში.

სემინარზე მოწვეულნი არიან კოლეგები აშშ-დან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან. სემინარზე მოხსენებებით წარდგებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები. ჩვენი უცხოელი პარტნიორები განიხილავენ მსოფლიოში არსებულ თანამედროვე მეთოდებს სეისმური რისკებისა და კატასტროფის შემცირების კუთხით.

დრო: 30 მაისი, 09:30 საათი

ადგილმდებარეობა: „თბილისი მერიოტი“ (რუსთაველის გამზ. 13), საკონფერენციო დარბაზი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები