ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის დებატების კლუბში: საჯარო დებატები ევროპულ დღეებთან დაკავშირებით

ღონისძიებები

3 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტთან არსებული დებატების კლუბი გამართავს პირველ საჩვენებელ საჯარო დებატებს ევროპულ დღეებთან დაკავშირებით.

საჯარო დებატები ევროინტეგრაციის თემაზე დებატების კლუბის ღონისძიებათა სერიის ერთ-ერთი აქტივობაა, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემისა და პრობლემური საკითხის საზოგადოებრივ სივრცეში განხილვას ემსახურება. სადისკუსიო თემა შერჩეულია მისი აქტუალობიდან გამომდინარე და ეძღვნება ევროპის დღეებს საქართველოში.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმართა შორის იქნებიან: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ყოფილი და მოქმედი მოდებატე სტუდენტები.

დებატების კლუბის შესახებ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ინიციატივით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა დებატების კლუბი, რომლის წევრების შერჩევა მოხდა კონკურსის წესით. კლუბის წევრებისთვის მთელი წლის განმავლობაში კვირაში ერთხელ, ტრენინგებს ატარებენ „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ ტრენერ-კონსულტანტები. კლუბის წევრი სტუდენტები გამოირჩევიან მაღალი მოტივაციით, რაზეც მეტყველებს მათი აქტიურობა და მაღალი ჩართულობა დებატების კლუბის აქტივობებში.

დრო: 3 მაისი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები