ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის და ”სილქნეტის” ერთობლივი ინიციატივა

ღონისძიებები

25 დეკემბერს, 12:00  საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში (გ.წერეთლის ქ. 1, ყოფილი ენციკლოპედიის შენობა) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კომპანია ”სილქნეტს” შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმს ხელს მოაწერენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე და კომპანია ”სილქნეტის”  გენერალური დირექტორი ზურაბ კოსტავა.

განათლების სფეროში თანამედროვე მიდგომების გამოყენებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდია  და ”სილკTV”  იმუშავებენ  ორი პროდუქტის - ვიდეო-ლექციების და ვიდეო-გაკვეთილების  შექმნაზე, რომელიც დაემატება SilkTV-ის ინტერაქტიულ პაკეტს და ხელმისაწვდომი იქნება როგორც ინტერნეტის,ასევე სატელევიზიო ეთერის მეშვეობით.

ასევე მემორანდუმის ფარგლებში აკადემიურ პერსონალთან თანამშრომლობით მომზადდება ახალი სალექციო კურსები, პროექტში ჩართულნი იქნებიან სტუდენტებიც, რომლებიც გაივლიან სტაჟირებას კომპანია”სილქნეტში”.

ბანერები