ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ჩემპიონატი კალათბურთში დასრულდა

ახალი ამბები

8 ნოემბერს დასრულდა ილიაუნის შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი კალათბურთში

შეჯიბრებაში მონაწილეობდა 28 გუნდი. პლეიოფ-რაუნდის, ჯგუფური ეტაპის, მეოთხედფინალებისა და დაძაბული ნახევარფინალების შემდეგ ფინალში ერთმანეთს „გეგეშას ბიჭები“ და „BC არი-რა“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა „გეგეშას ბიჭების“ უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, ანგარიშით 20:6 დასრულდა.

III ადგილისათვის მატჩში ერთმანეთს „პეპელა“ და ''House of Luck'' დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ძირითადი დრო დასრულდა ანგარიშით 20:20. დამატებით ტაიმში კი 2 ქულის მოპოვება ''House of Luck''-მა შეძლო და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ჩემპიონატის შედეგები სრულად იხილეთ აქ.

იხილეთ ჩემპიონატის ფოტომასალა: https://goo.gl/qq7MYS

ბანერები