ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ბიზნესის სკოლის მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია

ღონისძიებები

28 ივლისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 301 აუდიტორიაში ჩატარდება ილიაუნის ბიზნესის სკოლის მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია.

აპლიკაცია შეიქმნა როგორც ილიაუნის ბიზნესის სკოლის სტუდენტებისათვის, ისე ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. აპლიკაციის მეშვეობით, მომხმარებელს ექნება საშუალება, პირდაპირ მიიღოს ინფორმაცია უნივერსიტეტის სივრცეში მიმდინარე დასაქმების ფორუმების, კვლევების, ვაკანსიების, კონკურსების, საჯარო შეხვედრებისა და საბოლოო სიახლეების შესახებ; აპლიკაციის მეშვეობით ასევე შესაძლებელი იქნება წვდომა არგუსზე.

დრო: 28 ივლისი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 301 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები