ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის პროექტების პრეზენტაცია აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს

ღონისძიებები

2 აპრილს, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, ჩეხეთის „კარიტასისა“ და ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის - „აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდების სერვისების განვითარება საქართველოში“ - ფარგლებში, შედგება ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით განხორციელებული კვლევის - „აუტიზმის სპექტრის დარღვევის ადრეული იდენტიფიკაცია, შეფასება და აბილიტაცია საქართველოში“ - შედეგების პრეზენტაცია.

მომხსენებელი: გიორგი გიორგაძე.

ასევე მოეწყობა ვიდეოკლიპის - „გაზარდე აუტიზმის ცნობადობა“ - ჩვენება და ადრეული ასაკის ბავშვებისთვის აუტიზმის მოდიფიცირებული, განახლებული კითხვარის (M-CHAT-R) ელექტრონული ფორმის და ვებგვერდის პრეზენტაცია.

დრო: 2 აპრილი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)

ბანერები