ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ბაკალავრებისა და მაგისტრების გამოსაშვები ცერემონია 2023

ღონისძიებები

29 ივლისს, 19:00 საათზე, გიწვევთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2023 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვებ ცერემონიაზე.

ღონისძიებას გახსნის და სტუდენტებს უნივერსიტეტის დასრულებასა და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე.

ტრადიციულად წელსაც ჩავატარეთ კონკურსი და გამარჯვებული კურსდამთავრებულები გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოვლენ.

ოფიციალური ნაწილი დასრულდება კურსდამთავრებულებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი რიტუალით – ქუდების ცაში ასროლით.

ღონისძიებაზე დაუკრავენ: KILLAGES, ABDALI

დრო: 29 ივლისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის შიდა ეზო (ქ.ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, ვაკის პარკის მოპირდაპირედ)

გელით!

2023 

ბანერები