ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ბაკალავრებისა და მაგისტრების გამოსაშვები ცერემონია 2022

ღონისძიებები

24 ივლისს, 20:00 საათზე, გიწვევთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2022 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვებ ცერემონიაზე.  

ლისზე ძლიერი ქარის გამო ჩვენი გეგმები და კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიის ადგილმდებარეობა შეიცვალა.

ცერემონია ჩატარდება 24 ივლისს, შეცვლილი ადგილმდებარეობით:

  • 20:00 საათზე გელოდებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კორპუსის შიდა ეზოში (ქ.ჩოლოყაშვილის 3/5, ვაკის პარკის მოპირდაპირედ), სადაც გაიმართება ღონისძიების ოფიციალური ნაწილი. 

ღონისძიებას გახსნის და სტუდენტებს უნივერსიტეტის დასრულებასა და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე.

ტრადიციულად წელსაც ჩავატარეთ კონკურსი და გამარჯვებული კურსდამთავრებულები გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოვლენ.

ოფიციალური ნაწილი კურსდამთავრებულებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი რიტუალით – ქუდების ცაში ასროლით დასრულდება.

  • ხოლო, 22:00 საათიდან გელოდებით კლუბში „ხიდი“ (ვახუშტი ბაგრატიონი ხიდი, მარჯვენა სანაპირო), სადაც გაიმართება ღონისძიების მუსიკალური ნაწილი.

    კურსდამთავრებულთა საყურადღებოდკლუბში მოსახვედრად აუცილებლად იქონიეთ ილიაუნის მანტია, რომლის ადგილზე ჩაბარების შემდეგ მიიღებთ ბეჭედს და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ ღონისძიებაზე დასწრებას.   
2022 წელი
ბანერები