ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის არქიტექტორების გამოფენა

დღეს, 17.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის არქიტექტურის პროგრამა გეპატიჟებათ წლის შემაჯამებელ გამოფენაზე.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პირველი, მეორე და მესამე კურსის საკურსო  ნამუშევრები.

პირველი კურსის სტუდენტები წარმოადგენენ ორ და სამ განზომილებაში შესრულებულ  კომპოზიციებსა და მცირე  არქიტექტურული ობიექტის პროექტს.  საპროექტო დავალების ფუნქცია  შერჩეულია მათ მიერ - სურვილის და  ინტერესიდან გამომდინარე.

ასევე წარმოდგენილ იქნება ცნობილი არქიტექტორების მიერ შექმნილი პროექტების ასლები (ნახაზები და თაბაშირში შესრულებული მაკეტი), კვლევითი მასალა. შემდეგ კი ამ პროექტების შეცვლის, განვითარების პროექტი.

მეორე კურსის სტუდენტები წარმოადგენენ საცხოვრებელი, ერთი ოჯახისთვის განკუთვნილი სახლის პროექტებს. სტუდენტების დავალება მოიცავდა არქიტექტურული ობიექტის სწორად განლაგებას მოცემულ ტერიტორიაზე, სწორად დაგეგმარებასა და ფორმის შექმნას.

მეორე კურსის სტუდენტები ასევე წარმოადგენენ 10-ადგილიანი სასტუმროს არქიტექტურულ გეგმარებით პროექტს.

მესამე კურსის სტუდენტები წარადგენენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიის განვითარების გეგმას.

პროექტი მოიცავს:

1.კვლევით ნაწილს, რომელიც ითვალისწინებს ტერიტორიის შესავლის/ანალიზის სქემას - ტრანსპორტის მიმოსვლის სქემა, ტერიტორიასთან ახლოს არსებული სავაჭრო საყოფაცხოვრებო საცხორებელი ობიექტების განლაგება, გარშემო მდებარე შენობების სართულიანობა, ვაკის პარკთან კავშირი;
2. ქალაქგეგმარებით პრობლემებს
3. ლანდშაფტის განვითარებას/ ტერიტორიის გააქტიურებას
4. მდგრადი განვითარების პრობლემებს;

ასევე წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო ვორკშოპის ნამუშევრები. ვორკშოპი ჩატარდა გერმანიაში, ქალაქ პოტსდამში. ორგანიზატორი გახლდათ გერმანული მხარე - პოტსდამის არქიტექტურული სკოლა. მონაწილეობას იღებდნენ სტუდენტები და არქიტექტორები, წამყვანი სპეციალისტები როგორც გერმანიაში, ასევე ამერიკაში, კორეასა და საქართველოში.  სტუდენტებმა შექმნეს პოტსდამის აგრარული ინსტიტუტის განვითარების გეგმა;

აგრეთვე წარმოდგენილი იქნება კავშირი ”ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო” BP საქართველოსა და ნავთობისა და გაზის სფეროში მისი პარტნიორების მიერ დაფინანსებული პროგრამის ”განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტური პროექტები საქართველოს თემებისათვის” ფარგლებში გამოცხადებული არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებული პროექტები.
ლანდშაფტის პროექტს - მინიატურული ბაღი და უნივერსიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტს.

ბანერები