ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის საერთაშორისო კონფერენცია - „დიდი თამაში“ და საქართველო: აღმოსავლეთ-დასავლეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები მე-19 საუკუნის I ნახევარში

ღონისძიებები

30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, კემბრიჯის უნივერსიტეტის პემბროკის კოლეჯთან ერთად, ატარებს საერთაშორისო კონფერენციას - „დიდი თამაში“ და საქართველო: აღმოსავლეთ-დასავლეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები მე-19 საუკუნის I ნახევარში.

კონფერენციის თემატიკას წარმოადგენს აღნიშნულ პერიოდში დიდ იმპერიებს (უპირველესად, ბრიტანეთსა და რუსეთს) შორის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში ჰეგემონობისათვის გაჩაღებული კონკურენციის სხვადასხვა ასპექტი. ამ ე. წ. „დიდ თამაშში“ საქართველოც იყო ჩართული. აქ იკვეთებოდა მოქიშპე დიდი იმპერიების, ასევე ირანისა და ოსმალეთის პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესები. ამ ვითარებაში საქართველო, კერძოდ კი თბილისი, გახდა სხვადასხვა ცივილიზაციის გზაჯვარედინი, აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციების შეხვედრისა და სინთეზის ადგილი. კონფერენციის თემატიკიდან გამომდინარე, წარმოდგენილი იქნება მოხსენებები აღმოსავლეთ-დასავლეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების შესახებ. ქართველი მკვლევრების გარდა, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ინგლისელი, ფრანგი და რუსი მეცნიერები. კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნება გამოფენა„აღმოსავლურ-დასავლური დივანი: მუშთაიდის სასახლის დეკორი“. აღნიშნული მუზეუმი კონფერენციის კიდევ ერთი თანაორგანიზატორია.

კონფერენციის სრული პროგრამა იხილეთ აქ.

დრო: 30 სექტემბერი - 2 ოქტომბერი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 201 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №3)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები