ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის 2019 წლის ბაკალავრებისა და მაგისტრების გამოსაშვები ცერემონია

ღონისძიებები

27 ივლისს,18:00 საათზე, გიწვევთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2019 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვებ ცერემონიაზე.

ღონისძიებას გახსნის და სტუდენტებს უნივერსიტეტის დასრულებასა და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისრექტორი გიგა ზედანია.

ტრადიციულად წელსაც გამოსაშვებ საღამოზე სიტყვით გამოვლენ კურსდამთავრებულები, რომლებიც სიტყვის კონკურსში გაიმარჯვებენ.

ოფიციალური ნაწილი კურსდამთავრებულებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი რიტუალით - ქუდების ცაში ასროლით დასრულდება.

ღონისძიებაზე დაუკრავენ: Eko & Vinda Folio, Lua, L8, Infest

ცერემონია ფეიერვერკით დასრულდება.

დრო: 27 ივლისიშაბათი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ლისის ტბა

გელით!

ბანერები