ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის 2017 წლის ბაკალავრებისა და მაგისტრების გამოსაშვები ცერემონია

ღონისძიებები

22 ივლისს, 20:00 საათზე, ვაკის პარკში  გიწვევთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვებ ცერემონიაზე.

ღონისძიებას გახსნის და სტუდენტებს უნივერსიტეტის დასრულებასა და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი  გიგა ზედანია.

ტრადიციულად  წელსაც ჩავატარეთ კონკურსი და  გამარჯვებული კურსდამთავრებულები გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოვლენ.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი კურსდამთავრებულებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი რიტუალით –  ქუდების  ცაში ასროლით დასრულდება.  შემდეგ კი გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ Eko & Vinda Folio.

ცერემონია ფეიერვერკით დასრულდება.

დრო: 22 ივლისი, 20:00 საათი

ადგილმდებარეობა: ვაკის პარკი

ბანერები