ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის 2016 წლის ბაკალავრებისა და მაგისტრების გამოსაშვები ცერემონია

ღონისძიებები

16 ივლისს, 19:00 საათზე, გიწვევთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2016 წლის ბაკალავრების და მაგისტრების გამოსაშვებ ცერემონიაზე. ცერემონია გაიმართება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ილიაუნის დაბადების დღის (იხ. დეტალური განრიგი) ფარგლებში.

ღონისძიებას გახსნის და სტუდენტებს უნივერსიტეტის დასრულებასა და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია.

ტრადიციულად, წელსაც ჩავატარეთ კონკურსი და გამარჯვებული კურსდამთავრებული გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოვა.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი კურსდამთავრებულებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი რიტუალით - ქუდების ცაში აყრით დასრულდება, შემდეგ კი გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჯგუფები:The BearFox და Green Room.

დრო: 16 ივლისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ლისის ტბა (იხილეთ რუკა)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები