ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის 2015 წლის ბაკალავრების გამოსაშვები ცერემონია

ღონისძიებები

12 ივლისს, 19:00 საათზე, გიწვევთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2015 წლის ბაკალავრების გამოსაშვებ ცერემონიაზე.

ღონისძიებას გახსნის და სტუდენტებს უნივერსიტეტის დასრულებასა და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია.

ტრადიციულად, წელსაც ჩავატარეთ კონკურსი და გამოვლინდა გამარჯვებული კურსდამთავრებული, რომელიც გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოვა.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ბაკალავრებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი რიტუალით - ქუდების ცაში აყრით დასრულდება.

ცერემონიას მუსიკალურად გააფორმებს ილიაუნის ვოკალური ჯაზ-ბენდი.

დრო: 12 ივლისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიაუნის A კორპუსის წინა ეზო (ილია ჭავჭავაძის გამზ. №32)

გელოდებით.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები