ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნი ზუგდიდში - საინფორმაციო შეხვედრა და ტრენინგი ზოგადი უნარების გამოცდის ტექნიკებში

ღონისძიებები

22 თებერვალს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, "კინგსი საქართველო"-სთან თანამშრომლობით, აბიტურიენტებისთვის მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის #2 საჯარო სკოლაში გამართავს საინფორმაციო შეხვედრას.

შეხვედრის დასასრულს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელი ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდება ტრენინგი ზოგადი უნარების გამოცდის ტექნიკებში. ტრენინგის ხანგრძლივობა 3 საათი.

განრიგი

14:00 - 15:00 - პრეზენტაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ 
15:00 - 16:30 - ტრენინგი ზოგადი უნარების გამოცდის ტექნიკებში. 
16:30 - 17:00 - შესვენება 
17:00 - 18:30 - ტრენინგი ზოგადი უნარების გამოცდის ტექნიკებში. 

ტრენინგის შესახებ

ტრენინგკურსის შექმნისას ჩვენ გავითვალისწინეთ ის პრობლემები, რომლებსაც ყველაზე ხშირად აწყდებიან აბიტურიენტები გამოცდების ჩაბარებისას, და გავაანალიზეთ ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები. კერძოდ, ხშირია შემთხვევა, როცა აბიტურიენტი კარგად არის მომზადებული გარკვეულ დისციპლინებში, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ აღწევს გამოცდაზე. ამის მიზეზი არის ის, რომ მომზადების პროცესში საკმარისი ყურადღება არ ეთმობა სატესტო დავალებების ტიპებისა და პრინციპების ახსნას, რომლებსაც ესა თუ ის სატესტო დავალება ეფუძნება. არადა, საკმარისია, იცოდე პრინციპი და გამოცდის წარმატებით ჩაბარებას ზედმეტი დროისა და ენერგიის დაკარგვის გარეშე შეძლებ.

ტრენინგის მსვლელობისას გავარჩევთ რთულ მაგალითებს, გაგაცნობთ მათი ამოხსნის ხერხებს, რის შემდეგაც, ათვისებული მიდგომების გამოყენებით, თავადაც (ტრენერის დახმარებით)ამოხსნით მსგავს ამოცანებს.

ტრენინგი მოგცემთ საშუალებას:

  • კიდევ ერთხელ გადაამოწმოთ, რამდენად კარგად ხართ მომზადებული ზოგადი უნარების გამოცდისთვის;
  • გაარკვიოთ, რაზე გჭირდებათ ყურადღების გამახვილება;
  • დახელოვნდეთ გამოცდის ჩაბარების ტექნიკაში.

ტრენერის შესახებ

მარი დგებუაძე - ილიაუნის მოსამზადებელი ცენტრის ტრენერი მრავალწლიანი გამოცდილებით

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის კითხულობს სალექციო კურსებს ლოგიკაში, კვლევის მეთოდებში, უმაღლეს მათემატიკაში, აკადემიურ წერაში; ავტორია კურსებისა GRE, GMAT და SAT.

დრო: 22 თებერვალი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: მერაბ კოსტავას სახელობის #2 საჯარო სკოლა (გამსახურდიას გამზ. №9, ქ. ზუგდიდი)

დასწრება თავისუფალია.

ღონისძიება ფეისბუქზე


ბანერები