ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნი თბილისის წიგნის დღეებზე

ღონისძიებები

26-29 ნოემბერს, 11:00-დან 19:00 საათამდე,  საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე- 3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-11 პავილიონებში გაიმართება „თბილისის წიგნის დღეები“. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და გამომცემლობის სახით. ფესტივალის ფარგლებში, დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, მათ შორის: წიგნის ბაზრობა, გამოფენები, საჯარო ლექციები და საბავშვო ღონისძიებები.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის წიგნები, „თბილისის წიგნის დღეების“ ფარგლებში, 20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება. იხილეთ კატალოგი

დრო: 26-29 ნოემბერი, 11:00-19:00 საათი

ადგილმდებარეობა: საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, წერეთლის გამზ #118

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები