ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნი + საინფორმაციო შეხვედრა

ღონისძიებები

15 მაისს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა პროექტში ილიაუნი+ მონაწილეობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის.  

შეხვედრაზე შესაძლებლობა გექნებათ, გაეცნოთ ამომწურავ ინფორმაციას პროექტის,  პრაქტიკული კურსების სილაბუსების, ჩატარების განრიგისა და სატესტო დავალებების შესახებ.

შეკითხვებს უპასუხებენ პროექტის მოწვეული ტრენერები.

ილიაუნი+ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტია, რომელიც განხორციელდება ორ ეტაპად – (1) პრაქტიკული კურსები სტუდენტებისთვის და (2) რეალურ პროექტზე მუშაობა.  

პროექტის ფარგლებში კონკურსის წესით შერჩეული სტუდენტები გაივლიან ილიაუნის ტექნოლოგიური ლაბორატორია უნილაბის ინტენსიურ პრაქტიკულ კურსებს გრაფიკული დიზაინის, Front-end პროგრამირების, wordpress დეველოპმენტისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. კურსის წარმატებულ მონაწილეებს კი რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ.

პროექტის მხარდაჭერია სამედიცინო კორპორაცია ევექსი.

პროექტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: http://bit.do/eSeXu 

დრო: 15 მაისი, 20:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 
ბანერები