ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნი + პრაქტიკული კურსები სრული დაფინანსებით და რეალურ პროექტზე მუშაობის გამოცდილება

ღონისძიებები

ილიაუნი+ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტია, რომელიც განხორციელდება ორ ეტაპად – (1) პრაქტიკული კურსები სტუდენტებისთვის და (2) რეალურ პროექტზე მუშაობა.  

პროექტის ფარგლებში კონკურსის წესით შერჩეული სტუდენტები გაივლიან ილიაუნის ტექნოლოგიური ლაბორატორია უნილაბის ინტენსიურ პრაქტიკულ კურსებს გრაფიკული დიზაინის, Front-end პროგრამირების, wordpress დეველოპმენტისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. კურსის წარმატებულ მონაწილეებს კი რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ.

პროექტის მხარდაჭერია სამედიცინო კორპორაცია ევექსი.

პირველი ეტაპი

პროექტის პირველ ეტაპზე შესაძლებლობა გექნებათ აირჩიოთ და გაიაროთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ლაბორატორია უნილაბის 4 პრაქტიკული კურსიდან ერთ-ერთი.

კურსების ჩამონათვალი 

გრაფიკული დიზაინი 

                 Front-end პროგრამირება (html, css, Javascript)

   
კურსის დეტალური აღწერა /სილაბუსი - http://bit.ly/2LzN9pa   კურსის დეტალური აღწერა / სილაბუსი - http://bit.ly/2vRLSPC    
ტრენერის ბიოგრაფია - http://bit.ly/2Vt4K6N   ტრენერის ბიოგრაფია  - http://bit.ly/2DYXp4k    

 

 wordpress დეველოპმენტი                 ციფრული მარკეტერი   
კურსის დეტალური აღწერა / სილაბუსი - http://bit.ly/2vYYW69   კურსის დეტალური აღწერა / სილაბუსი - http://bit.ly/2vO1a89  
ტრენერის ბიოგრაფია - http://bit.ly/2JwEq4s   ტრენერების ბიოგრაფიები - http://bit.ly/2HeFl8s  


შერჩეულ კანდიდატებისთვის კურსის გავლის ხარჯებს სრულად დაფარავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სამედიცინო კორპორაცია ევექსი.

კურსის დასასრულს თითოეული სტუდენტი შეასრულებს ფინალურ პროექტს. პროექტის წარმატებით შესრულების შემთხვევაში სტუდენტი გადავა პროექტის მეორე ეტაპზე.

მეორე ეტაპი

პროექტის მეორე ეტაპი გულისხმობს კურსის ფარგლებში შეძენილ ცოდნაზე დაყრდნობით რეალური პროექტის განხორციელებას.  

პროექტის თემა: ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

პროექტის მეორე ეტაპზე გადასული მონაწილეები შექმნიან 4 წევრისგან შემდგარ ჯგუფებს და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით განახორციელებენ რეალურ პროექტებს.

პროექტი შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს შემდეგ კატეგორიებში:

  • ვებპროექტი

  • ციფრული კამპანია

  • პოსტერების სერია

  • ვებგვერდი

სამედიცინო კორპორაცია ევექსი კონკურსის ორი გამარჯვებული გუნდის თითოეულ წევრს (ჯამში 8 სტუდენტს) გადასცემს 600-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს.  

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მხარს დაუჭერს შერჩეულ პროექტებს შემდგომ განვითარებაში.

ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობა?

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე ნებისმიერი მიმართულების სტუდენტს.

როგორ მივიღო მონაწილეობა პროექტში?

პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა 2019 წლის 17 მაისის ჩათვლით შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და წარმატებით შეასრულოთ ფორმაში მოცემული სატესტო დავალება.

  • გრაფიკული დიზაინის კურსის სააპლიკაციო ფორმა და სატესტო დავალება მოცემულია ბმულზე: http://bit.do/eRzjP

  • Front-end პროგრამირების (html, css, Javascript) კურსის სააპლიკაციო ფორმა და სატესტო დავალება მოცემულია ბმულზე: http://bit.do/eRzjx

  • wordpress დეველოპმენტის კურსის სააპლიკაციო ფორმა და სატესტო დავალება მოცემულია ბმულზე: http://bit.do/eRzjF

  • ციფრული მარკეტერის კურსის სააპლიკაციო ფორმა და სატესტო დავალება მოცემულია ბმულზე: http://bit.do/eRzjT

რატომ უნდა მივიღო მონაწილეობა პროექტში?

პროექტში მონაწილეობა გაძლევს შესაძლებლობას:

  • პროექტში მიღებული თეორიული ცოდნა გამოიყენო რეალური პროექტის განხორციელებისთვის;

  • შეიძინო ისეთი ცოდნა, რომელიც დაგეხმარება გახდე ფრილანსერი ან დასაქმდე რომელიმე კომპანიაში;

  • მოიპოვო სტიპენდია ან პროექტის მხრდაჭერა.


საკონტაქტო ინფორმაცია

✉ pr@iliauni.edu.ge
☏ (+995 32) 222 00 09 (352)

ბანერები