ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნი კავკასიის მთიანი რეგიონის პირველ ფორუმს უმასპინძლებს

ღონისძიებები

29 ნოემბერს, 16:45-დან 19:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება კავკასიის მთიანი რეგიონის პირველი ფორუმი (კავკასიის მთიანი ფორუმი): მეცნიერება და პრაქტიკა მდგრადი განვითარებისათვის.

ფორუმი, რომელსაც 28 ნოემბრიდან 1-ლი დეკემბრის ერთდროულად ორი უნივერსიტეტი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - უმასპინძლებს, გაიმართება კავკასიის მთიანი რეგიონის სამეცნიერო ქსელის (SNC-mt) ეგიდით, შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს დაცვის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. ფორუმი თავს მოუყრის კავკასიის მთიანი რეგიონების განვითარებით დაინტერესებულ 150-მდე მეცნიერს, მკვლევარს, პრაქტიკოსს და დაინტერესებულ პირს. მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და შვეიცარიის ელჩი საქართველოში.

აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვანია კავკასიის რეგიონში მოღვაწე მეცნიერების, სამთავრობო ექსპერტებისა და პრაქტიკოსებისთვის ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით.

ფორუმის მიზანია:

  • ხელი შეუწყოს მხარეთა შორის დიალოგის გაღრმავებას, რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას და კავკასიის მთიანი რეგიონის მდგრადი განვითარების უკეთეს კოორდინაციას;
  • შეაჯამოს კავკასიის რეგიონში მდგრადი განვითარების არსებული მდგომარეობა;
  • დასახოს და გამოავლინოს კავშირები სამეცნიერო კვლევას, პოლიტიკის შემუშავებასა და პრაქტიკულ საქმიანობას შორის;
  • წარმოაჩინოს კავკასიის მთიანი რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის მეცნიერულად დასაბუთებული აუცილებელი ღონისძიებები;
  • ხელი შეუწყოს აზრთა გაცვლას „სამეცნიერო დღის წესრიგის“ ფორმატში კავკასიაში ერთობლივი კვლევის გასაღრმავებლად;
  • გაზარდოს კავკასიის რეგიონის ცნობადობა ევროპულ და მსოფლიო არენაზე.

დრო: 29 ნოემბერი, 16:45-19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ,,ლიგამუსი'', B201 აუდიტორია, A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფორუმის დეტალური პროგრამა იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები