ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნი გლობალურ გეიმჯემს უერთდება

ღონისძიებები

23 იანვარს მსოფლიოში გლობალური გეიმჯემი აიღებს სტარტს. გლობალური გეიმჯემი მსოფლიო მასშტაბის მოვლენაა, რომელიც, ბოლო 10 წელია, სისტემატურად ტარდება წელიწადში მინიმუმ ერთხელ - მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გეიმდეველოპერები იკრიბებიან გარკვეულ სივრცეში და მაქსიმუმ 48 საათში ქმნიან კომპიუტერულ თამაშს. 2015 წლის გლობალურ გეიმჯემზე, მსოფლიო მასშტაბით, 25 000 მონაწილე და ჩატარების 600-მდე ადგილია რეგისტრირებული.

წელს საქართველო პირველად შეუერთდება გლობალურ გეიმჯემს ილიაუნის კომპიუტერული თამაშების ლაბორატორიიდან, რომელიც მდებარეობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის H კორპუსში. ლაბორატორიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მაქსიმალურად ჩართოს ახალგაზრდა თაობა კომპიუტერული და მობილური თამაშების შექმნის პროცესში და ხელი შეუწყოს წარმატებული სტუდენტური პროექტების კომერციალიზაციას. ლაბორატორია ორიენტირებულია ახალგაზრდა თაობის დასაქმებაზე.

გეიმჯემი ილიაუნიში გაიხსნება 23 იანვარს, 17:00 საათზე და მასში მონაწილეობას წინასწარ რეგისტრირებული 33 მონაწილე მიიღებს. რეგისტრაციის შესახებ დაწვრილებით ინფორმაცია იხილეთ აქ. რეგისტრაცია უკვე დასრულებულია. მონაწილეები 48 საათის განმავლობაში შეეცდებიან, ჩამოაყალიბონ გუნდები და შექმნან თამაშის პროტოტიპი, რომელსაც ატვირთავენ გლობალური გეიმჯემის დასრულებისას.

დაწყების დრო: 23 იანვარი, 17:00 საათი
ხანგრძლივობა: 48 საათი
ადგილმდებარეობა: GameLab Iliuani, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის H კორპუსი (ქაქუცა ჩოლოყაშვილის 3-5)

ბანერები