ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნი ბათუმში - საინფორმაციო შეხვედრა და ტრენინგი ზოგადი უნარების გამოცდის ტექნიკებში

ღონისძიებები

28 თებერვალს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, „კინგსი საქართველო“-სთან თანამშრომლობით, აბიტურიენტებისთვის ქალაქ ბათუმში გამართავს საინფორმაციო შეხვედრას. საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელი ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდება ტრენინგი ზოგადი უნარების გამოცდის ტექნიკებში. ტრენინგის ხანგრძლივობაა 3 საათი.

ტრენინგის შესახებ

ტრენინგკურსის შექმნისას ჩვენ გავითვალისწინეთ ის პრობლემები, რომლებსაც ყველაზე ხშირად აწყდებიან აბიტურიენტები გამოცდების ჩაბარებისას, და გავაანალიზეთ ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები. კერძოდ, ხშირია შემთხვევა, როცა აბიტურიენტი კარგად არის მომზადებული გარკვეულ დისციპლინებში, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ აღწევს გამოცდაზე. ამის მიზეზი არის ის, რომ მომზადების პროცესში საკმარისი ყურადღება არ ეთმობა სატესტო დავალებების ტიპებისა და პრინციპების ახსნას, რომლებსაც ესა თუ ის სატესტო დავალება ეფუძნება. არადა, საკმარისია, იცოდე პრინციპი და გამოცდის წარმატებით ჩაბარებას ზედმეტი დროისა და ენერგიის დაკარგვის გარეშე შეძლებ.

ტრენინგის მსვლელობისას გავარჩევთ რთულ მაგალითებს, გაგაცნობთ მათი ამოხსნის ხერხებს, რის შემდეგაც, ათვისებული მიდგომების გამოყენებით, თავადაც (ტრენერის დახმარებით) ამოხსნით მსგავს ამოცანებს.

ტრენინგი მოგცემთ საშუალებას:

  • კიდევ ერთხელ გადაამოწმოთ, რამდენად კარგად ხართ მომზადებული ზოგადი უნარების გამოცდისთვის;
  • გაარკვიოთ, რაზე გჭირდებათ ყურადღების გამახვილება;
  • დახელოვნდეთ გამოცდის ჩაბარების ტექნიკაში.

ტრენერის შესახებ

მარი დგებუაძე - ილიაუნის მოსამზადებელი ცენტრის ტრენერი მრავალწლიანი გამოცდილებით
ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის კითხულობს სალექციო კურსებს ლოგიკაში, კვლევის მეთოდებში, უმაღლეს მათემატიკაში, აკადემიურ წერაში; ავტორია კურსებისა GRE, GMAT და SAT.

შეხვედრის ზუსტი დრო და ადგილი ილიაუნის ვებგვერდზე განთავსდება მოგვიანებით.

საინფორმაციო შეხვედრაზე და ტრენინგზე დასწრება თავისუფალია.

ღონისძიება ფეისბუქზე
ბანერები