ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნი 10 წლისაა - შეხვედრა მწერალ დიბისი პიერთან

ღონისძიებები

19 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ღონისძიებების - ილიაუნი 10 წლისაა - ფარგლებში, თბილისის მეორე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრა მწერალ დიბისი პიერთან.

მოდერატორი: რეჟისორი, მთარგმნელი გურამ ღონღაძე.

მწერლის შესახებ

მწერალი, პროზაიკოსი, დიბისი პიერი, დაიბადა 1961 წელს ავსტრალიაში, თუმცა, მან, და მისმა ოჯახმა ცხოვრების დიდი ნაწილი მექსიკაში გაატარეს. ახალგაზრდული სკანდალებითა და თავისი მწერლობით თანაბრად ცნობილი დიბისი პიერი მწერლობამდე მხატვრობით იყო გატაცებული. მისი პირველი წიგნი - „ვერნონ გენიოს ლითლი“ - 2003 წელს გამოიცა და იმთავითვე უდიდესი აღიარება მოიპოვა. ეს იყო პირველი წიგნი, რომელსაც გადაეცა როგორც ბუკერის, ასევე უითბრედის პრემიები, გამოქვეყნდა 43 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“). მას მოჰყვა კიდევ ორი რომანი „ლუდმილას დამტვრეული ინგლისური“ (2006) და „ჩამქრალი სინათლე საოცრებათა ქვეყანაში“ (2010), რითაც ერთგვარი კომიკური ტრილოგია დაასრულა. 2014 წელს მწერალმა მცირე რომანი - „საუზმე ბორჯიებთან“ - გამოაქვეყნა.

დიბისი პიერი ამჟამად ცხოვრობს ბრიტანეთსა და ირლანდიაში.

სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი) 

დრო: 19 მაისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები