ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნი 10 წლისაა - სემინარი: შუა საუკუნეების მხატვრული კულტურა. ოსტატები და მათი იდენტობა

ღონისძიებები

21 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ღონისძიებების - ილიაუნი 10 წლისაა - ფარგლებში, ჩატარდება საგაზაფხულო სემინარი თემაზე: შუა საუკუნეების მხატვრული კულტურა. ოსტატები და მათი იდენტობა.

სემინარზე განხილული იქნება შუა საუკუნეების ოსტატებისა და მათი იდენტობის გამოხატვის ფორმები და საშუალებები. შუა საუკუნეების რელიგიური ხელოვნების პოლივალენტური ქმნილებები შეიცავს კომპლექსურ ინფორმაციას, როგორც მათ შემქმნელთა, ისე მათი აუდიტორიის შესახებ. ხელოვნების სხვადასხვა დარგის ქმნილებებზე ოსტატთა წარწერებისა თუ გამოსახულებების გაანალიზება იძლევა საშუალებას, აღვადგინოთ, თუ რა იყო აღნიშნული ისტორიული პერიოდის საზოგადოებისთვის კულტურული და სოციალური იდენტობის მარკერები, რა იყო რელევანტური ინდივიდთა თუ გარკვეულ სოციალურ ჯგუფთა იდენტობის საჯარო რეპრეზენტაციისათვის. აღნიშნული საკითხების კვლევა გვეხმარება უფრო ღრმად გავიაზროთ შუა საუკუნეების მხატვრული კულტურის რაობა თანადროულ რელიგიურ-იდეოლოგიურ დისკურსში.

სემინარზე მოეწყობა ელექტრონული მონაცემთა ბაზის - „შუა საუკუნეების საქართველოს ოსტატები“ - პრეზენტაცია.

სემინარის პროგრამა იხილეთ აქ.

დრო: 21 ივნისი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.


მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები