ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნი 10 წლისაა - საერთაშორისო კონფერენცია: „შეზღუდული შესაძლებლობა, შესაძლებლობის საზღვრები, რის გაკეთება შეგვიძლია ჩვენ კრიზისში მყოფ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან თანამშრომლობის პროცესში

ღონისძიებები

15 ივლისს, პარასკევს, 10 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, ღონისძიებების - ილიაუნი 10 წლისაა - ფარგლებში, ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „შეზღუდული შესაძლებლობა, შესაძლებლობის საზღვრები, რის გაკეთება შეგვიძლია ჩვენ კრიზისში მყოფ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან თანამშრომლობის პროცესში“. კონფერენცია გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოში ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალის და საქართველოს ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის ერთობლივი ინიციატივით. კონფერენცია მიეძღვნება ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-10 წლისთავს და კამილიელთა ინიციატივით გამართულ ფესტივალს. კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგებიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტები.

დრო: 15 ივლისი, 10 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები