ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნი 10 წლისაა - საერთაშორისო კონფერენცია: „ტრანზიციული კონსტიტუციონალიზმი: კონტექსტი და პერსპექტივა“

ღონისძიებები

1-ლ ივლისს, პარასკევს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და მასთან არსებული კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით, ღონისძიებების - ილიაუნი 10 წლისაა - ფარგლებში, გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია: „ტრანზიციული კონსტიტუციონალიზმი: კონტექსტი და პერსპექტივა“.

აკადემიურ ფორუმზე განხილულ იქნება არგენტინის, უკრაინის, ბელარუსის, პაკისტანის, სომხეთის, საქართველოსა და ევროკავშირის კონსტიტუციური ტრანზიციის გამოცდილება და დღეს არსებული საკონსტიტუციო გამოწვევები, გაანალიზდება ნასწავლი „გაკვეთილები“ და განიხილება სამომავლო პერსპექტივები.

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური (თარგმანი უზრუნველყოფილია)
დრო: 1-ლი ივლისი, 10:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1)

დასწრება თავისუფალია.

კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები