ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნი 10 წლისაა - პროფესორ აკაკი ხელაძის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

13 მაისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ღონისძიების - „ილიაუნი 10 წლისაა“ - ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ინიციატივით, რუბრიკით - „მიღწევები და გამოწვევები თანამედროვე ორგანიზაციებში, გაიმართება საჯარო ლექცია.

ლექციის თემა: ვისწავლოთ საუკეთესოსგან - როგორ ძლევენ საუკეთესო მოთამაშეები გამოწვევებს (How A players overcome  challenges –  Learning  from the  Best)
ლექციის მიზანი: მონაწილეებთან ერთად მიღწეულ იქნას ე.წ. ფორმულა - ორგანიზაციული გამოწვევების გადალახვა და წარმატების მიღწევა
მომხსენებელი: „საქართველოს ბანკის“ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი აკაკი ხელაძე

მომხსენებლის შესახებ
აკაკი ხელაძე „საქართველოს ბანკის“ უნივერსიტეტის რექტორია მისი დაარსების დღიდან. მას კავკასიის უნივერსიტეტისა და ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) ერთობლივი სადოქტორო პროგრამის ფარგლებში მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი. ასევე ფლობს მაგისტრის ხარისხს  საინჟინრო და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებებით. 2002-2003 წლებში გაიარა მასწავლებელთა დახელოვნების სპეციალური პროგრამა ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტში (აშშ). 2003 წლიდან აკაკის ხელაძეს წამყვანი პოზიციები ეკავა სხვადასხვა ორგანიზაციაში. მისი პედაგოგიური გამოცდილებაც 2003 წლიდან იწყება. იგი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი; კავკასიის ბიზნესის სკოლაში სხვადასხვა დროს მუშაობდა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დირექტორად, მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელად, სატრენინგო პროგრამების მენეჯერად. იგი ამჟამად გრენობლის უმაღლესი მართვის სკოლის (საფრანგეთი) ასოცირებული პროფესორია მენეჯმენტის მიმართულებით. აქტიურად ეწევა სატრენინგო და საკონსულტაციო საქმიანობას როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში მომუშავე ინდივიდებისა და ორგანიზაციებისათვის.

დრო: 13 მაისი, 13:00 საათი
ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები