ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნი 10 წლისაა - ილიაუნის თეატრის საბავშვო სპექტაკლი

ღონისძიებები

16 ივლისს, 14:00 საათზე, ილიაუნის დაბადების დღეზე - ილიაუნის 10 წლისაა , ლისის ტბაზე, ღია ცის ქვეშ ილიაუნის თეატრი გამართავს საბავშვო სპექტაკლს - „ბაბუას გზავნილი“.

სპექტაკლი სკოლის მოსწავლე ბიჭზეა, ოთოზე, რომელსაც ყველაფერი ეზარება: წიგნის კითხვაც, საკუთარი ოთახის დალაგებაც... მხოლოდ კომპიუტერული თამაშები იზიდავს. ერთხელაც, ბიჭს ბაბუა ესიზმრება, შენზე გაბრაზებული ვარო, საყვედურობს და ზღაპრის პერსონაჟებს აცნობს - წითელქუდა, პეპი გრძელიწინდა, ალადინი და მგელიც კი სხვადასხვა ქვეყნის ზღაპრებიდან იმისთვის ჩამოვიდნენ, რომ ოთოს კითხვა შეაყვარონ.

ნანა კაკაბაძის პიესა რეჟისორმა რუსუდან კობიაშვილმა დადგა ილიაუნის თეატრალური ხელოვნების პროგრამის სტუდენტების მონაწილეობით.

დრო: 16 ივლისი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია (იხ. რუკა) 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები