ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიას წელი - პროფესორ ბელა წიფურიას საჯარო ლექცია: „ილია ჭავჭავაძე: კულტურული ფიგურის საკრალიზაცია / სეკულარიზაცია“

ღონისძიებები

5 მაისს, პარასკევს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის სრული პროფესორი, ბელა წიფურია, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "ილია ჭავჭავაძე: კულტურული ფიგურის საკრალიზაცია / სეკულარიზაცია".

ლექცია ჩატარდება ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, რომელიც ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180, ხოლო გარდაცვალებიდან 110 წელს ეძღვნება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2017 წელს ილიას წლად აცხადებს და წლის განმავლობაში არაერთ საინტერესო პროექტს, ღონისძიებასა და კონკურსს გეგმავს.

ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მუდმივად განახლდება. მიმდინარე წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ვრცლად იხილეთ ბმულზე: http://iliauni.edu.ge/ilias-weli.page

დრო: 5 მაისი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, (ილია ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები