ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიას წელი - პანელური დისკუსია თემაზე „ილიას მემკვიდრეობა“

ღონისძიებები

2017 წელს ილიას დაბადებიდან 180, ხოლო გარდაცვალებიდან 110 წელი შესრულდა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2017 წელს ილიას წლად აცხადებს და წლის განმავლობაში არაერთ საინტერესო პროექტს, ღონისძიებასა და კონკურსს გეგმავს.

ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მუდმივად განახლდება.

ღონისძიებათა ციკლს გახსნის 3 თებერვალს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ დაგეგმილი პანელური დისკუსია თემაზე: „ილიას მემკვიდრეობა“.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ:

➢ ბელა წიფურია - ფილოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;

➢ გიგა ზედანია - ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;

➢ გიორგი ქადაგიძე - ეკონომისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;

➢ ემზარ ჯგერენაია - სოციოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;

➢ ლაშა ბაქრაძე - ისტორიკოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;

➢ ლევან გიგინეიშვილი - ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;

➢ ნინო დობორჯგინიძე - ფილოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;

➢ ქეთევან დევდარიანი - სცენარისტი.

დრო: 3 თებერვალი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, (ილია ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: „ლიგამუსის“ სივრცე სრულად ადაპტირებულია. 

ბანერები