ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიას უნივერსიტეტში ჟურნალისტებისთვის სემინარი იმართება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, "საერთაშორისო მაუწყებლობის ბიუროს" და "არასამთავრობო ორგანიზაციათა რესურს ცენტრის" ორგანიზებით, 16-18 აგვისტოს, მედია სემინარი ტარდება, თემაზე: "გრიპის და სტიქიური უბედურებების გაშუქება მედია საშუალებებით".
როგორც "ინტერპრესნიუსს" ილიას უნივერსიტეტიდან აცნობეს, სემინარი მიზნად ისახავს ჟურნალისტური პრაქტიკის და ახალი მედიის საშუალებების გამოყენებას საგანგებო სიტუაციების შესახებ რეპორტაჟების მომზადების დროს.
სემინარს წარუძღვებიან ქართველი და ამერიკელი ექსპერტები. ტრენინგი განკუთვნილია ჟურნალისტებისათვის, რედაქტორებისათვის, ჟურნალისტიკის ლექტორებისა და ტრენერებისათვის.


ტრენინგს დაესწრება 30 მონაწილე თბილისიდან და რეგიონებიდან: კახეთი, აჭარა, სამეგრელო, გურია, შიდა ქართლი, იმერეთი. ასევე, სემინარს დაესწრება დაავადებათა კონტროლის და ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები.

17 აგვისტოს სემინარზე მოხსენებით გამოვა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პრეს-ატაშე, ჯერემი რიჩარტი. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის თანამშრომელი, პროფესორი დან რატცი.

 

ბანერები