ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კორეის კვლევების ცენტრი გაიხსნა

ღონისძიებები

10 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ და ინჰას უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ჩოი მიონგ ვუმ კორეის კვლევების ცენტრი გახსნეს.

ცენტრი დაარსდა ინჰას უნივერსიტეტთან (კორეის რესპუბლიკა) თანამშრომლობით.

ცენტრის მიზანია საქართველოში კორეული ენის სწავლების, კორეული კულტურის პოპულარიზაციისა და უნივერსიტეტში კორეის შესახებ სამეცნიერო კვლევის განვითარების ხელშეწყობა.

გახსნის ცერემონიის საპატიო სტუმარი იყო კორეის რესპუბლიკის საქმეთა რწმუნებული საქართველოში კიმ ტონგ ოპი.

შეხვედრაზე გაფორმდა შეთანხმება სტუდენტთა გაცვლის შესახებ აღნიშნულ უნივერსიტეტებს შორის.

აღსანიშნავია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კორეული ენის სწავლება 2019 წელს დაიწყო.

2023 წელი

 

ბანერები