ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის მემორანდუმი გაფორმდება

ღონისძიებები

29 მარტს, 16:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

მემორანდუმის მიზანია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის მჭიდრო თანამშრომლობა ქვემო ქართლის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, წარმოჩენისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით; ასევე თანამშრომლობა რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებაში უნივერსიტეტის ინტელექტუალური რესურსისა და შესაძლებლობების ჩართულობით.

გთხოვთ, მობრძანდეთ.

დრო: 29 მარტი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები