ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში - თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი

ღონისძიებები

13 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი.

გაიმართება 2 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია.

  • მოხსენებას თემაზე „თანამედროვე ფიზიკის პრობლემები და რეალობის სტრუქტურა“ წაიკითხავს ემერიტუსი პროფესორი გიორგი მაჩაბელი.

ანოტაცია

ჯერ კიდევ ძვ.წ.-აღ-ის VI საუკუნეში პითაგორას მიერ დაისვა კითხვა: რამდენადაა ახლო რეალობასთან გრძნობების საშუალებით აღქმული სამყარო. ის მიიჩნევდა, რომ მხოლოდ ემოციებისგან დაცლილი აბსტრაგირებული რიცხვებით შეიძლება შევიმეცნოთ ჭეშმარიტება. ნიუტონის შემდეგ კი ჩამოყალიბდა ჭეშმარიტების დადგენის კრიტერიუმი, რომელიც გულისხმობს მათემატიკური შედეგის შემოწმებას ექსპერიმენტით, ან პირიქით. სწორედ ამ გზაზე აწყდება თანამედროვე ფიზიკა პრობლემებს. ამ პრობლემებს ეძღვნება ლექციის შინაარსი.

  • მოხსენებას თემაზე „ტურბულენტობა - კლასიკური ფიზიკის გადაუჭრელი პრობლემა“ წაიკითხავს გრიგოლ ღოღობერიძე.

ანოტაცია

იმის მიუხედავად, რომ ტურბულენტობა სითხის, აირისა და პლაზმის ერთ-ერთ ბუნებრივ მდგომარეობას წარმოადგენს და წამყვან როლს თამაშობს მრავალ ასტროფიზიკურ, გეოფიზიკურ და კოსმოლოგიურ მოვლენაში, მისი ყოვლისმომცველი თეორიული აღწერა დღესაც ვერ ხერხდება. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ტურბულენტობა არის არაწრფივი, არაწონასწორული მოვლენა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა მასშტაბის ქაოსურ შეშფოთებებს. მოხსენებაში განხილული იქნება ტურბულენტობის კვლევის თანამედროვე მიდგომები და პრობლემები.

დრო: 13 დეკემბერი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები