ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში - ბოტანიკის ინსტიტუტი

ღონისძიებები

23 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტი.

გაიმართება 2 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია.

  • მოხსენებას თემაზე „საქართველოს მცენარეთა სამყაროს მრავალფეროვნება“ წაიკითხავს ემერიტუსი პროფესორი გიორგი ნახუცრიშვილი.

ანოტაცია

ილიაუნის ბოტანიკის ინსტიტუტი არის საქართველოში წამყვანი დაწესებულება მცენარეთა სამყაროს მრავალფეროვნების შესწავლის მიმართულებით. არ არის ბოტანიკური მეცნიერების ისეთი დარგი, რომელიც აქ არ ისწავლებოდეს დაწყებული წყალმცენარეებით და ლიქენებით-მცენარეთა თანასაზოგადოებით დამთავრებული. კვლევის ობიექტებია: საქართველოს უდაბნოები, სტეპები, ტყეები, ორობიომები და სხვ. მოხსენებაში მოკლედ იქნება განხილული უკანასკნელ წლებში მიღებული შედეგები და პუბლიკაციები.

  • მოხსენებას თემაზე „კულტურული მცენარეების ველური მონათესავე სახეობების მრავალფეროვნება საქართველოს ტერიტორიაზე“ წაიკითხავს ასოცირებული პროფესორი მაია ახალკაცი.

ანოტაცია

მოხსენებაში წარმოდგენილი იქნება საქართველოს მცენარეთა კულტურული ჯიშები, მათი ველური მონათესავე სახეობები და მონაცემები ადგილობრივი ჯიშების ეროზიისა და გადაშენების შესახებ. განხილული იქნება ველური მონათესავე სახეობების გენომის გამოყენების შესაძლებლობა ჯიშების შენარჩუნებისა და ადაპტაციისთვის კლიმატის ცვლილების პირობებში.

დრო: 23 დეკემბერი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები