ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული ვებგვერდის პრეზენტაცია

ღონისძიებები

10 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართება. ახალი ვებგვერდი ჩაფიქრებულია პლატფორმად როგორც ახალი ლიტერატურული ნაწარმოებებისათვის, ისე ლიტერატურის შესახებ რეფლექსიისა და მსჯელობისთვის. პრეზენტაციაზე წარდგენილი იქნება საიტზე განთავსებული პირველი ლიტერატურული ტექსტებიც.

პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ რატი ამაღლობელი, ზაალ ანდრონიკაშვილი, ლევან ბერძენიშვილი, ლაშა ბუღაძე, გიორგი მაისურაძე და სხვ.

დრო: 10 ოქტომბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: საკონფერენციო დარბაზი, ილიაუნის ტექნოლოგიების კორპუსი, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5

დასწრება თავისუფალია.

ბანერები