ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის სემინარი თანამედროვე ქართველოლოგიის აქტუალურ პრობლემატიკაზე

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის ინიციატივით იწყება მუდმივმოქმედი სემინარი, რომელიც მსმენელებს შესთავაზებს საჯარო მოხსენებებსა და დისკუსიას თანამედროვე ქართველოლოგიის აქტუალურ პრობლემატიკაზე.

29 ივნისს, 18 საათზე, ლიგამუსში“ ჩატარდება პირველი სემინარი თემაზე: ქართული ზმნის მოდელირების პრინციპები დამანა მელიქიშვილის სისტემის მიხედვით.

პროფ. დამანა მელიქიშვილი ძირითად მოხსენებაში წარმოადგენს მის მიერ შემუშავებულ სისტემას; თანამომხსენებლები – პროფ. ირინა ლობჟანიძე და გამოყენებითი ენათმეცნიერების მაგისტრი თამარ გეთიაშვილი – ისაუბრებენ ამ სისტემის მიხედვით მოდელირების პრობლემატიკაზე.

დრო: 29  ივნისი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები