ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ღია კარის დღე

ღონისძიებები

29 მარტს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ ღია კარის დღეზე, სადაც აბიტურიენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ გაეცნონ უნივერსიტეტის მისიასა და ღირებულებებს, მიიღონ ინფორმაცია სასწავლო პროგრამებისა და კარიერული შესაძლებლობების შესახებ, ასევე გაიგონ მეტი სტუდენტური ცხოვრების, გაცვლითი პროგრამებისა და დასაქმების პერსპექტივების შესახებ.

ღია კარის დღეზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა და სხვა სასწავლო სივრცეები. გარდა ამისა, ისინი მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ინტერაქტიულ და საგანმანათლებლო აქტივობაში სწავლების პროცესისა და გარემოს გასაცნობად.

გარდა ამისა, აბიტურიენტები შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ ილიაუნის მიერ გამოცხადებულ ფოტო- და ვიდეოკონკურსებში და გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან სპეციალური პრიზებით:

ფოტოკონკურსში „ჩემი დამოუკიდებელი არჩევანი“ მონაწილეობის მსურველებმა უნდა გადაიღონ ფოტო, რომელიც ასახავს მათ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას პროფესიის არჩევისას და გამოგვიგზავნონ 27 მარტის ჩათვლით. ღია კარის დღეზე, 29 მარტს გამოვლნდება სამი გამარჯვებული, რომელთაც გადაეცემათ პრიზები:

I ადგილი – პროფესიონალური ფოტოკამერა Canon EOS 2000D

II ადგილი – კამერის სტაბილიზატორი (Hohem Gimbal ISM5 Kit Black)

III ადგილი –  წიგნის სახლის „ლიგამუსი“ 200-ლარიანი ვაუჩერი და ილიაუნის ბრენდირებული ნივთები

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/1dK3s

ვიდეოკონკურსში „ილიაუნი შენს კადრში“ მონაწილეობის მსურველებმა უნდა ასახონ ვიდეოში ღია კარის დღეზე მიღებული შთაბეჭდილებები და მნიშვნელოვანი მომენტები და ატვირთონ TikTok-სა და/ან Instagram-ზე, არაუგვიანეს 10 აპრილისა.  გამოვლინდება სამი გამარჯვებულები, რომლებიც მიიღებენ პრიზებს:

 I ადგილი – ლეპტოპი ASUS Vivobook 15 OLED

II ადგილი – კამერის სტაბილიზატორი (Hohem Gimbal ISM5 Kit Black)

III ადგილი – წიგნის სახლის „ლიგამუსი“ 200-ლარიანი ვაუჩერი და ილიაუნის ბრენდირებული ნივთები

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:  https://shorturl.at/B98xW

ღია კარის დღის მონაწილეებს უნივერსიტეტის ეზოში განთავსებულ კარვებში ილიაუნის მეცნიერები და პროფესორები შესთავაზებენ შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებს და ჩაატარებენ საინტერესო ექსპერიმენტებს.

ღია კარის დღეზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია: https://bit.ly/3DJXyux

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: pr@iliauni.edu.ge

2025

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები